ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენა

10 მაისი 2024, 14:58 507 ნახვა

ბათუმი სამი დღის განმავლობაში  ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა სასტუმრო შერატონში გაიხსნა. იგი  მე-15 იმართება და მასში წელს 80 კომპანია მონაწილეობს.

მათ შორისაა, როგორც ქართული, ისე უცხოური - ინდოეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, ლიეტუვადან და სხვა ქვეყნებიდან. 

გამოფენაში ტრადიციულად მონაწილეობენ მუნიციპალიტეტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენის მიზანი ტურისტული მიმართულებით  მომუშავე კომპანიებისა და ამ სექტორში დასაქმებული პირებს დაახლოვება, სამომავლო თანამშრომლობის  დამყარება და ახალი კონტაქტების მოძიებაა.

გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, ასევე ტრაპიზონისა და  ართვინის გუბერნატორები დაესწრნენ.  

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა საგამოფენო კომპანა „ექსპო ბათუმი“-ს ორგანიზებით ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი