79 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
,,ომს გამართლება არ აქვს“ - ასე ამბობენ ომის მონაწილე ვეტერანები, რომლებიც ბათუმში ლეგენდარული კაპიტნის, ანატოლი კაჭარავას საფლავზე შეიკრიბნენ და მთავრობის წევრებთან ერთად მის ბიუსტს პატივი მიაგეს.