იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

10 მაისი 2024, 12:56 371 ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა, რომელიც სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისა და გამოქვეყნების საკითხებს აწესრიგებს.

კანონპროექტით, სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი ამ აქტის მიღებისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, არავის აქვს უფლება აღნიშნული აქტი საჯაროდ გამოაქვეყნოს მისი დეპერსონალიზაციის გარეშე. აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი ამ აქტის მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება.

კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებული ცვლილებებიც მეორე მოსმენით განიხილა.

ცვლილებების თანახმად, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი