კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა საქართველოში 

19 ივლისი 2020, 12:05 1515 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1028-მდე გაიზარდა. ახალი შემთხვევებიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 6 კი ინფიცირებულთან კონტაქტია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათირაოდენობა  4-ით გაიზარდა და 899-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში 5 ათას 627 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 228. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ჩატარებული 897 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 7 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში