გიორგი წასიძე - მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი

22 აპრილი 2016, 00:00 3575 ნახვა

საქართველოს პარამკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი წასიძე, პარამკლავჭიდის მსოფლიო აკადემიამ, გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარა. გიორგი წასიძის ხელმძღვანელობით 2015 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სულ 15 მედალი მოიპოვეს. ჯილდო წასიძეს ორი დღის წინ პოლონეთში ყოფნისას გადაეცა.

ამავე კატეგორიაში