შეუსრულებელი დაპირება - ჩაქვში სპორტული დარბაზის მშენებლობის მორიგი პირობა

22 ივნისი 2020, 20:33 569 ნახვა

სპორტული დარბაზი საშხაპეების, გასახდელებისა და ზამთარში გათბობის გარეშე - წლებია ამ პირობებში ვარჯიშობენ ჩაქვის ძალოსნობის დარბაზში. საბჭოთა დროინდელი შენობა უკვე ამორტიზებულია. სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა არაერთი დაპირება მიიღეს, მათ შორის ბოლოდან 1 წელი გავიდა, თუმცა ყველა მათგანი ჯერ-ჯერობით დაპირებათ დარჩა. სპორტსკოლას არაერთი წარმატებული ძალოსანი ჰყავს აღზრდილი.

ძალოსნობის სავარჯიშო ახალი ბაზის ასაშენებლად, აჭარის ფინანსთა მინისტრმა მორგი ტენდერი რამდენიმე დღის წინ დაანონსა. ახალ ბაზაზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საჭირო სივრცეები უნდა მოეწყოს.

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი