პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური შოუ - ჯანდაცვის მინისტრი

04 ივნისი 2020, 12:41 294 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პარლამენტში აუცილებლად მივა და კითხვებზე პასუხებს გასცემს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს არ იქნება პოლიტიკური შოუ. 

''პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ.

არა მხოლოდ როგორც მინისტრი, ზოგადად როგორც მოქალაქე, ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე როგორც კანონმორჩილი. მე გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ პარლამენტის რეგლამენტი არ დამირღვევია“ - ამბობს მინისტრი. 

დღეს ეკატერინე ტიკარაძეს ​კორონავირუსის შესახებ მომზადებულ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა იყო ის სუსტი წერტილი, რომელიც მუშაობის პროცესში გამოიკვეთა.

''ალბათ უფრო კორექტული იქნება, თუ ჩვენ დაველოდებით ანგარიშს და მერე უკვე ფართო საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელებთ ერთობლივად, თუ რას დაინახავს სუსტ წერტილად, ისევე როგორც პარლამენტი, რომელიც ჩვენთან ერთად აქტიურად იყო ჩართული კოვიდსტრატეგიის დაგეგმარებაში და ყველა იმ ღონისძიების გატარებაში, რომელიც გავატარეთ.

ყოველივე ამის შემდეგ ფართო განხილვის საგანი გავხადოთ ეს და ერთობლივად დავადგინოთ ის სხვა სუსტი წერტილებიც, რომლებიც მთავრობას შესაძლოა, ამ ეტაპისთვის არ აქვს დადგენილი. 

რა ტქმა უნდ აგამოვლინდა გარკვეული საჭიროებები კანდაცვაში, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მივუდგეთ ყოველივე ამას მეტად გლობალურად, რათა გვქონდეს სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო ღონისძიებების გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პერიოდში ის შეძლებს, გასცეს შესაბამისი პასუხი ყველანაირ გამოწვევას. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჯანდაცვის სისტემას. ვიგულისხმე ის, რომ ჯანდაცვის სისტემაშიც გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი