ტოკიოში ნაცუ ბაშო გაუქმდა

05 მაისი 2020, 11:30 525 ნახვა

მიმდინარე წლის ზაფხულის სუპერტურნირი, რომელიც 24 მაისიდან ტოკიოში უნდა დაწყებულიყო, აღარ ჩატარდება. იაპონიის სუმოს ასოციაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა იაპონიის ტერიტორიაზე 31 მაისამდე გაახანგრძლივა. ცვლილებები შეეხო ასევე მომდევნო სუპერტურნირსაც.

ნაგოია ბაშო ქალაქ ნაგოიადან ტოკიოში იქნა გადმოტანილი. ტურნირი 19 ივლისდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ბაშოს გაუქმება სუმოს ისტორიაში მესამედ მოხდა. პირველი შემთხვევა 1946 წელს დაფიქსირდა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დაბომბვისას დაზარალებული კოკუგიკანის სასახლის რეაბლიტიაცია ვერ მოესწრო ზაფხულის ტურნირისთვის. მეორე შემთხვევა 2011 წლის მარტში მოხდა. სუმოს სამყაროში დატრიალებული გემბლინგ სკანდალის გამო ასოციაციას ჰარუ ბაშოს გაუქმება მოუწია. კორონავირუსი უკვე დაამარცხა ტაკადაგავა ბეიას თავკაცმა, ექს-სეკივაკე აკინოშიმამ და ხუთმა რიკიშიმ, მათ შორის ჯურიოს ბინადარმა, ჰაკუიოძანმაც. ჯერ-ჯერობით კოვიდ-დადებითი სტატუსით რჩება მხოლოდ ერთი რიკიში, რომელსაც სუმოს წარმომადგენელთა წრეში ვირუსი ყველაზე ადრე დაუდგინდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი