ტოჩინოშინის  გამარჯვება სუპერტურნირზე   

15 მარტი 2020, 15:23 726 ნახვა

ლევან გორგაძემ იაპონიის ქალაქ ოსაკას სუპერტურნირზე ზედიზედ მე-2 ორთაბრძოლა მოიგო, რაც მიმდინარე ჰარუ ბაშოზე პირველად მოხდა. დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტამავაშის სძლია.

ტოჩინოშინს 3 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა, მომდევნო შეხვედრას  აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა მიოგირიუსთან გამართავს. ქართველი სეკიტორი წოდებაში მხოლოდ მაშინ დაწინაურდება, თუკი მინიმალურ დადებით ბალანსს 8 გამარჯვებას მაინც დააფიქსირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი