ბათუმის სარაგბო კლუბმა მეტოქე 45-0 დაამარცხა

02 მარტი 2020, 10:42 1452 ნახვა

საქართველოს რაგბის ჩემპიონატის ,,დიდი 10’’-ის მეცამეტე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა ,,ბათუმმა’’ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ბათუმელები გასვალზე გორის ,,ჯიქს’’ დაუპირისპირდნენ და მეტოქე დიდი ანგარიშით 45-0 დაამარცხეს. ბათუმის სარაგბო კლუბმა პირველი ნახევარი 28-0 მოიგო. თითო ლელო ფუტკარაძემ და ნინიძემ დადო, ხოლო ორი ლელო ქანდაურაშვილმა დაამიწა.

მეორე ნახევარში ბათუმელებმა კიდევ 17 ქულის აღება მოახერხეს და საერთო ანგარიშით 45-0 მოიგეს. ამჯერად ლელოები ფუტკარაძემ, გოგიტიძემ და თოდუამ დადო, ხოლო გარდასახვებიდან მოპოვებული ქულები ურჯუკაშვილის ანგარიშზეა.

ამ დროისთვის გათამაშებას 47 ქულით ბათუმის სარაგბო კლუბი ლიდერობს, 44 ქულით მეორე პოზიციაზე ,,ლელო სარაენსია’’, ხოლო მესამე ადგილს 41 ქულით რუსთავის ,,ხარები’’.

შემდეგ შეხვედრაში ბათუმელები ,,ლელოს’’ 8 მარტს საკუთარ მოედანზე მიიღებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში