ოპოზიციის შეთავაზება, ბაღდათის ტრაგედიის გამო პარლამენტის სხდომა გადაიდოს, მმართველმა გუნდმა სპეკულაციად შეაფასა

04 თებერვალი 2020, 12:05 1402 ნახვა

ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ სხდომის გადადება მოუწოდა, თუმცა პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს, პლენარული სხდომით გახსნის. პარლამენტის თავმჯდომარემ, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმა უნდა წარადგინოს.  

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირება გადადო, თუმცა უცნობია, მოაწყობენ თუ არა „სირცხვილის კორიდორს“. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე.წ. „სირცხვილის კორიდორი“ 13:00 საათამდე გაგრძელდება და განსხვავებული იქნება, რადგან არ მოხდება გზის გადაკეტვა.

ივნისის ბოლო პარასკევამდე, საგაზაფხულო სესიიის ფარგლებში, საქართველოს დეპუტატებს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში