კანოეს ამერაკავკასიის საერთაშორისო თასის პირველი ეტაპი ბათუმში ჩატარდება - კანოეს საერთაშორისო ფედერაცია

04 თებერვალი 2020, 11:14 2535 ნახვა

კანოეს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამერაკავკასიის საერთაშორისო თასის პირველი ეტაპი ბათუმში ჩატარდება. აჭარის საერთაშორისო თასი უკვე ჩასმულია მსოფლიოს კანოეს ფედერაციის კალენდარში და შეჯიბრი 2020 წლის 11-13 სექტემბერს გაიმართება.

როგორც მსოფლიო კანოეს ფედერაციის პრეზიდენტის - სესილია ლილიანა ფარაისის გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, სრულად მხარს უჭერენ ბათუმის კანოე სპრინტის, კანოე სლალომისა და კანოე პოლოს კლუბებს.

წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ ბათუმის ადგილმდებარეობას ამ სპორტისთვის დიდი პოტენციალი აქვს.  დაგეგმილია ზამთრის პერიოდში სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებებმა შეკრება გაიაროს ბათუმში, რაც სპორტული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ადგილობრივ სპორტსმენებს საშუალება ექნებათ უცხოელ კოლეგებისგან გამოცდილება მიიღონ.

კანოეს საერთაშორისო ფედერაცია უზრუნველყოფს ბათუმში სპორტული კლუბებისთვის საჭირო ნივთების უფასოდ გადაცემას. ფედერაცია  სრულად დააფინანსებს ბათუმის კანოეს კლუბის სპორტსმენების ტრენინგებს ევროპაში. მსოფლიო ფედერაცია განიხილავს ,რომ უზრუნველყოს ახლად დაარსებული სპორტული კლუბის ორი ტრასის სისტემის ამუშავება, რაც ხელს შეუწყობს ბათუმმა უმასპინძლოს მსოფლიო დონის შეჯიბრება.

ასევე, საერთაშორისო ფედერაცია გეგმავს ამიერკავკასიის თასის 3 ეტაპად ჩატარებას. პირველი შეჯიბრების გახსნითი ეტაპი უკვე გადაწყვეტილია, რომ ბათუმში ჩატარდება, სავარაუდოდ  მეორე ეტაპის ჩატარება მცხეთაში იგეგმება, ხოლო მესამე, დასკვნითი ეტაპი ერევანში გაიმართება.

გასული წყლის სექტემბერში 33 წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმმა საერთასორისო რეგატას უმასპინძლა, სადაც 11 ქვეყნის 150 სპოტრსმენი მონაწილეობდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში