ერთი ტიპის ტესტი   საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 

02 თებერვალი 2020, 12:14 679 ნახვა

წელს, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი იქნება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცვლილება სრულად მოხსნის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მაგისტრობის მსურველები, ერთ ტესტს ჩააბარებენ, რომელიც კვლავ, წაკითხულის გააზრების, ანალიტიკური წერის, ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობა იქნება შედგენილი. ამათგან წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები დარჩება ისეთივე, როგორიც 2017-2019 წლების ტესტებში იყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ ანალიტიკური წერის ნაწილში კვლავ ორი დავალება დარჩება, თუმცა აღარ იქნება სამართლის მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის განკუთვნილი სპეციფიკური დავალება; ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილი გახდება საშუალო სირთულის, ანუ რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში ცენტრი შესთავაზებს მაგისტრანტობის კანდიდატებს 2017-2019 წლების ტესტებში გამოყენებული რთული და მარტივი ვარიანტების გასაშუალოებულ ვერსიას.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში