თორნიკე რიჟვაძე ამჯერად საინვესტიციო პორტფელის 6 მილიარდამდე გაზრდას აანონსებს

28 იანვარი 2020, 11:24 3455 ნახვა

თორნიკე რიჟვაძემ გასულ წელს თქვა, რომ მას აქვს ამბიცია 3 მილიარდი ლარი მოიზიდოს აჭარაში და 6000 ათასი სამუშაო ადგილი შექმნას. 5 თვის შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ გეგმას გადააჭარბა და 3 მილიარდიანი საინვესტიციო პორტფელის ნაცვლად, რეგიონში 4 მილიარდი დაფიქსირდა.  6 ათასი სამუშაო ადგილის ნაცვლად კი, მისი თქმით, 2000 ადგილი შეიქმნა.  

2020 წელს,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საინვესტიციო პორტფელის 6 მილიარდამდე გაზრდას აანონსებს,  თუმცა გეგმაში არ იცვლება სამუშაო ადგილების შექმნის  რაოდენობა.  

საინვესტიციო პორტფელი ეს არის ახალი, წინა წლებში დაწყებული და მიმდინარე პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება. მაჩვენებელში შედის ყველა პროექტი, რაზეც ხელშეკრულება გაფორმებულია აჭარის მთავრობის მიერ, ან გაცემულია სამშენებლო ნებართვა. 

თორნიკე რიჟვაძე დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ გასულ წელს საინვესტიციო ხელშეწყობის წესის ფარგლებში აჭარაში დაახლოებით 45-ზე მეტი პროექტი განახლდა.  ''დღეს მთავრობის დღის წესრიგით გათვალისწინებული გვაქს წესის მოქმედების ვადის გაგრძელება. მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ბიზნესის ხელშეწყობა და სამუშაო ადგილების შექმნა. რეგიონში პრაქტიკულად ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი არის გაზრდილი. პირდაპირ უცხოური ინვესტიციის ნაწილში 9 თვის მაჩვენებლით 43 პროცენტიანი ზრდა გვაქვს.

რაც შეეხება მთლიან საინვესტიციო პროექტს დაზუსტებისთვის მინდა ვთქვა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საინვესტიციო პორტფელი განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს ყველა კვალიფიციური ადამიანისთვის ცნობილია.

საინვესტიციო პორტფელის ნაწილში ჩვენს გვაქვს 4 მილიარდიანი მოცულობა, წელს კი ვაპირებთ, რომ ეს ციფრი 6 მილიარდამდე გავზარდოთ.

ასევე გასულ წელს ოფიციალური მონაცემებით აჭარაში 2 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, წელს გავაგრძელებთ მუშაობას, რომ გვქონდეს არანაკლებ 6 000 ადგილი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს მოქალაქეებს დასაქმდეს და ჰქონდეს დამატებით შემოსავალი. ასევე გაზრდილია რეინვესტიციის მაჩვენებელი, ეს კი ხაზს უსვამს ჯანსაღ საინვესტიციო გარემოს'', - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. 

რამდენიმე დღის წინ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობა ინვესტიციებთან დაკავშირებით იტყუება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კი "ნაციონალური მოძრაობის" ეკონომისტებს შარლატანები უწოდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა კი თქვა, რომ ტრენინგებს ვერ ჩაუტარებს იმ ადამიანებს, რომლებმაც რიცხვების დაჯამება და წაკითხული ინფორმაციის გაანალიზება არ შეუძლიათ.

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა ბრიფინგი გუშინაც გამართეს. გიორგი კირთაძემ აჭარის მთავრობა სიცრუეში დაადანაშაულა. განაცხადა, რომ თორნიკე რიჟვაძე მოსახლეობას ცრუ სამუშაო ადგილებს დაჰპირდა. 

გასული წლის აგვისტოში მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ მის ამბიციურ გეგმაში 6000 სამუშაო ადგილის შექმნა შედის.

 

 

ფოტო: აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური ფბ გვერდი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში