ფინანსთა სამინისტრო: ინვესტიციების რაოდენობა 4 მილიარდ ლარს გადასცდა

24 იანვარი 2020, 18:36 306 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრები აჭარის მთავრობას ტყუილში ადანაშაულებენ. მირდატ ქამადაძე ამბობს, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები რეგიონში დაგეგმილი ყველა პროექტის განხორციელებაზე საუბრისას ცრუობენ, რადგან არ განხორციელებულა ბათუმის ნავსადგურის მიმდებარედ დაგეგმილი როიალ კარბიანის პროექტი, რომელსაც  საკრუზიო ტურიზმი უნდა განევითარებინა.  მირდატ ქამადაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა გასულ წელს აჭარაში განხორციელებულ  ინვესტიციებზე და საქსტატის 2019 წლის სამი კვარტლის მონაცემები მოიშველია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მხოლოდ 909 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. იგი  ეკონომიკის მინისტრს მოუწოდებს  სამი მილიარდი დოლარის ინვესტიციის შესახებ გაკეთებული განცხადება დაასაბუთოს.

ნაციონალურ მოძრაობის ეკონომიკის სამინისტროში გუშინაც უპასუხეს. უწყებაში აცხადებენ, რომ  ინფორმაცია ინვესტიცებთან დაკავშირებით საჯაროა, მათ შორის საქტსტატის მონაცემები, რომლითაც  გასული წლის 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 43 პროცენტით გაიზარდა. სამინსიტრომ მოგვაწოდა  კომპანიების და ინვესტიციების რაოდენობის ჩამონათვალი, რომელიც მათი თქმით დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, მინისტრ ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით  რეგიონში არც ერთი  პროექტი არ შეჩერებული.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საინვესტიციო პორთფელი 4 მილიარდ ლარზე მეტია

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში