პროტესტი ერეკლე კუხიანიძის ფეისბუქ პოსტების გამო - იმსჯელებს თუ არა ხვალ საკრებულო?

16 დეკემბერი 2019, 20:19 1269 ნახვა

ნაგვის ურნა თბილისის საკრებულოსთან და ერეკლე კუხიანიძის ბანერი წარწერით „ნაძირალა“ - სხვადასხვა სახის პერფორმანსი გაიმართა დღეს თბილისის საკრებულოსთან. პროტესტის მთავარი საგანი დეპუტატი ერეკლე კუხიანიძეა, რომელმაც მედიის ყურადღება 14 დეკემბერს მიიქცია.

მან გატაცებული ექიმის ოჯახს „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა. მისი ფეისბუქ-პოსტებიდან ირკვევა, რომ დეპუტატი აგინებს ოპონენტებს და კრიტიკული კითხვებისთვის ჟურნალისტებს. დაცვის სურვილი კი გავრილოვის მიმართ უჩნდება.

მისი ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზეა, იგი უნდა გადადგეს - ამბობენ აქტივისტები.  უმრავლესობას საკითხზე მსჯელობას აპირებს. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი კი ფიქრობს, რომ დეპუტატი არ უნდა გადადგეს და ყველას აქვს აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში