ეთიკის ქარტიის წევრები აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს შეხვდნენ

03 დეკემბერი 2019, 20:10 2047 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი დღეს შემოქმედებითი გადაცემების ჟურნალისტებს, წამყვანებს და თანამშრომლებს შეხვდა.

ისევე როგორც ახალი ამბების გუნდთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი კოხრეიძის განცხადებებმა აღაშფოთა ამ შეხვედრაზე დამსწრე ჟურნალისტების ნაწილიც. ამაზე „ჰეშთეგსა“ და „დილის ტალღაში“ ისაუბრეს. თქვეს, რომ მათ პროდუქტს გიორგი კოხრეიძემ „დადგმული სპექტაკლი“ უწოდა.

მაუწყებლის გუნდის ნაწილს დღეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე შეხვდა. გიორგი მგელაძემ და ნანა ბიგანიშვილმა დღესვე შეხვედრა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან გამართეს, ხვალ კი შეხვედრა გიორგი კოხრეიძესთანაა დაგეგმილი.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში