ტურნირი ჭადრაკში

19 აპრილი 2016, 00:00 1468 ნახვა

წელს პირველად ბათუმში დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა. გამარჯვებულის ტიტულის  მოსაპოვებლად სწრაფ ჭადრაკში ერთმანეთს ვეტერანი მოთამაშეები დაუპირისპირდნენ. პირველი და მეორე ადგილები სოსო კიკილაშვილმა და ივანე სიფრაშვილმა გაინაწილეს, ხოლო მესამე ადგილზე ვარლამ ვეფხვიშვილი გავიდა. ორგანიზატორების განცხადებით, სამომავლოდ, ტურნირი ტრადიციული გახდება.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი