ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიში ბრუნდება

30 აგვისტო 2019, 11:25 849 ნახვა

ზაზა ფაჩულია ყოფილ კლუბში ბრუნდება, თუმცა ამჯერად ზაზა  გოლდენ სტეიტში ფინანსურ და საკალათბურთო საკითხებში კონსულტანტად იმუშავებს.

ინფორმაციას გოლდენის სოციალური ქსელის გვერდი ავრცელებს სიტყვებით: ,,კეთილი იყოს შენი დაბრუნება’’.

ვეტერან კალათბურთელს კარიერის დასრულებაზე ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. 

ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტთან ერთად NBA-ის ჩემპიონი ორჯერ გახდა, ქართველმა საჩემპიონო ბეჭედი 2017 და 2018 წელს მოირგო. 

ზაზამ გასული სეზონი დეტროიტის შემადგენლობაში გაატარა. ვეტერან ქართველს ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში 1000 მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი