ბათუმის „დინამომ“ „ვიტ ჯორჯიას“ მოუგო

11 აგვისტო 2019, 15:00 113 ნახვა

3-0 ამ ანგარიშით, ბათუმის „დინამომ“ „ვიტ-ჯორჯიას“ მოუგო. „კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტურის მორიგი შეხვედრა „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე გაიმართა. ბათუმელებმა პირველივე ტაიმში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს.

მეათე წუთზე ვლადიმერ დვალიშვილის განვითარებული შეტევა ჯაბა ჯიღაურმა ეფექტური გოლით დააგვირგვინა – 0:1. 28-ე წუთზე კი, ლევან გეგეჭკორის გადაცემით ვლადიმერ დვალიშვილმა ისარგებლა და „დინამოს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა – 0:2.

საბოლოო ანგარიში კი, 89-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა – 0:3 ბათუმელთა სასარგებლოდ დააფიქსირა. ბათუმის "დინამომ" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 43 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო "ვიტ ჯორჯია" 15 ქულით უკანასკნელ, მეათეზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი