ევროტურნირებზე ბათუმის ''შავი ზღვის ბიჭების'' მეტოქე ცნობილია

16 ივლისი 2019, 17:39 559 ნახვა

დღეს, 16 ივლისს, ვენაში ევროპის ხელბურთის ფედერაციაში ევროტურნირების წილისყრა გაიმართა. ცნობილია საქართველოს ჩემპიონის ბათუმის ,,შავი ზღვის ბიჭების’’ მეტოქე.

ბათუმელები, EHF-ის თასის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში, ლუქსემბურგის ჩემპიონ ,,ეშსს’’ დაუპირისპირდებიან. მატჩები შემოდგომაზე, 7-8 სექტემბერს, გაიმართება.

პირველი რაუნდის დაძლევის შემთხვევაში ,,შავი ზღვის ბიჭები’’ ოქტომბერში პოლონეთის ჩემპიონ ''აზოტი-პულავსს'' შეხვდებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში