ბათუმის ''დინამომ'' ქუთაისის ''ტორპედოსთან'' ფრე ითამაშა  - /გოლები/

25 ივნისი 2019, 23:43 497 ნახვა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოცე ტურის მატჩში ,,დინამო’’ ბათუმმა  ანგისის ბაზაზე ქუთაისის ,,ტორპედო’’ უმასპინძლა და ფრედ 2:2 დაუზავდა.

შეხვედრის მე-7 წუთზე შორეული დარტყმით ნოდარ ქავთარაძემ ქუთაისელები დააწინაურა.21-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა თერთმეტრმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.  30-ე წუთზე ბათუმელების ლამაზი კომბინაციის შემდეგ,  გოლი გაბრიელ რამოსმა გაიტანა და პირველი ტაიმი შავიზვისპირელების გამარჯვებით დასრულა.

65-ე წუთზე  ლევან გეგეჭკორმა შორი მანძილიდან დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.  20 ტურის შემდეგ, ბათუმის ,,დინამოს’’   39 ქულა აქვს და პირველ ადგილს იკავებს .

39 ქულა აქვს ასევე ბათუმელთა მთავარ კონკურენტს თბილისის ,, საბურთალოს’’ , რომელმაც დღევანდელი მატჩი ,,ლოკომოტივთან’’ 1-0 დათმო.  შემდეგ თამაშს შავიზღვისპირელები  თბილისში 3 ივლისს, თბილისის ,,დინამოს’’ წინაღმდეგ გამართავენ.

ამის შემდეგ კი ეროვნულ ჩემპიონატში ერთ თვიანი შესვენება იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი