საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „მეცისა“ და „რენის“ შეხვედრის ბოლო წუთზე არბიტრმა რუდი ბუკემ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მოედნიდან გააძევა.
ფრანგული გამოცემა „ეკიპის“ ინფორმაციით, არბიტრმა აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და წითელი ბარათის გაუქმება თავად მოითხოვა.
„მეცი“ - „რენის“ მატჩის მსაჯმა, რუდი ბუკემ აღიარა თავისი შეცდომა და გასულ შაბათს საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტს წერილობით მიმართა, გააუქმონ წითელი ბარათი, რომელიც მან „მეცის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს აჩვენა.