უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. პარი სენ-ჟერმენმა დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლა და საკუთარ მოედანზეც პირველი მატჩის ანალოგიური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
დღეს მეორე ფინალისტის ვინაობა მადრიდში გაირკვევა, სადაც სამეფო კლუბი მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა. „რეალისა“ და „ბაიერნის“ მატჩი თბილისის დროით 23:00 დაიწყება.