''პუტინმა გადაწყვიტა, დაესაჯა საქართველო'' - ალექსეი ნავალნი

22 ივნისი 2019, 15:02 954 ნახვა

რუსეთის ხელისუფლების ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის აკრძალვის გამო.

რუსი ოპოზიციონერი აცხადებს, რომ პუტინმა გადაწყვიტა ქართველები დასაჯოს, რადგან იქ ქუჩის აქციები იმართება. „ახლა ძალიან ბევრ რუსს არ შეუძლია წავიდეს იქ იაფად და ხარისხიანად დასასვენებლად.

კითხვა: რატომ გადაწყვიტა პუტინმა რუსების დასჯა ქართველების პროტესტისთვის? ადამიანებმა იყიდეს საგზურები, სვამდნენ ღვინოს და ახლა მათ ეუბნებიან: სასწრაფოდ გაფრინდით, თვითმფრინავები არ იქნება. როგორც შეიძლება ასე ფარასავით მოექცე.“ – წერს ნავალნი ტვიტერზე.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში