პარლამენტის სხდომათა დარბაზი ''ნაციონალური მოძრაობის'' და ''ევროპული საქართველოს'' წევრებს აქვთ დაკავებული

20 ივნისი 2019, 18:00 1081 ნახვა

პარლამენტის შენობაში, სადაც არავის უშვებენ და გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, სხდომათა დარბაზში ამ დრომდე რჩებიან ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები და მათი აქტივისტები.  

დარბაზში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს. 

პარლამენტის სპიკერატში გიორგი ანწუხელიძის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და იმ მეომრების სურათები გამოფინეს, რომლებიც რუსულ ოკუპაციას ემსხვერპლნენ.

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრების განცხადებით, სხდომათა დარბაზს არ დატოვებენ მანამ, ვიდრე თანამდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გადადგება.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში