უეფამ თორნიკე ოქრიაშვილის გოლი ათ საუკეთესო გოლს შორის დაასახელა /გოლები/

31 მაისი 2019, 17:21 3080 ნახვა

ევროპა ლიგის დასრულების შემდეგ, უეფამ გასული სეზონის 10 საუკეთესო გოლი გამოაქვეყნა.  საუკეთესო გოლების სიაში მოხვდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, თორნიკე ოქრიაშვილის ‘’მაკრატელა’’. 

ქართველმა ფეხბურთელმა ეფექტური გოლი, 2018 წლის 4 ოქტომბერს  ,,კრასნოდარის’’  რიგებში გაიტანა  ,,სევილიასთან’’ გატანილი ოქრიაშვილის გოლი, უეფას 2018/19 წლეების სეზონის საუკეთესო გოლების სიაში მეშვიდე ადგილზე გავიდა. 

 

2018/19 წლეების სეზონის საუკეთესო გოლების ავტორები :

  1. ისმაილა სარი -                 რენი :  იაბლონეცი
  2. პედრო როდრიგესი   -      ჩელსი :  სლავია
  3. დავიდ ფოპალა    -         აპოლონი  :  ლაციო
  4. ტობიას ჰეინცი   -         სარპსბორგი : ბეშიქთაში
  5. არი    -                           კრასნოდარი :  აკხისარი
  6. მუნირი   -                      სლავია :  სევილია
  7. თორნიკე ოქრიაშვილი  -       კრასნოდარი : სევილია
  8. ნანი -                              ყარაბაღი : სპორტინგი
  9. იარომირ ზმრგალი  -       სლავია :  ბორდო
  10. როკე მესა  -                   სევილია  :  აკხისარი
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში