სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - შეხვედრა აბიტურიენტებთან ბათუმში

16 მაისი 2019, 18:00 405 ნახვა

 აბიტურიენტებს და პედაგოგებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ბათუმში შეხვდნენ. გააცნეს სიახლეები. მათ შორის 2019 წლიდან ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევისას,  ერთ-ერთში   ჩაჭრის  ან  არჩევითი საგნის გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაშიც აბიტურიენტი  სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს. ცვლილება ეხება  ოთხ გამოცდას  ქართულ ენასა და ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს.

 გამოცდების ეროვნულ ცენტრში  აცხადებენ, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად საგამოცდო ტესტების ფორმატში  ცვლილებები შედის. სიახლეა მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებაზეც, ამიერიდან პედაგოგებს კომპეტენციის დადასტურება წელიწადში ორჯერ შეეძლებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში