სასაფლაოების  საკითხის შესწავლას  გეგმავს ბათუმის  მერი  

23 თებერვალი 2019, 00:00 1739 ნახვა

სასაფლაოების საკითხის შესწავლას  ბათუმის მერი  ლაშა კომახიძე  გეგმავს. მისი განცხადებით საკითხზე შიდა აუდიტის კვლევა ჩაატარა და მიღებული შედეგების მიხედვით, დოკუმენტების გადაგზავნას ძალოვან უწყებებში აპირებს. დადგება თუ არა კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი,  ბათუმის მერი პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს. ბათუმში საფლავების დეფიციტის საკითხი რამდენიმე წლის წინ გახდა აქტუალური. ქალაქში 10 სასაფლაოა, სადაც ადგილების სიმწირის გამო, როგორც შპს "სასაფლაოებში" აცხადებენ, მიცვალებულებს ერთმანეთზე ასაფლავებენ.

ამიტომ, წლების წინ, ახალი სასაფლაოს მშენებლობის გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ მიიღო. 2014 წელს ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარიც გამოჰყო, ჩაქვში სასაფლაოს მოსაწყობად ფულიც გაიხარჯა, თუმცა 5 წლის შემდეგაც სასაფლაო არ ამოქმედებულა. შპს “მამისონმა", რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რამდენჯერმე გადაავადა სამუშაოები. 2018 წლის იანვარში კი შპს "სასაფლაოებმა" სამუშაოები ჩაიბარა, თუმცა არსებული ხარვეზების გამო ფუნქციონირება ვერ დაიწყო.   სასაფლაოზე წყლის სისტემა არასწორად არის დამონტაჟებული, შპს "ბათუმის წყალი" კი ვიდრე არ გასწორდება ხარვეზი, ვერ ახერხებს სისტემაში წყლის დაერთებას.

ამავე კატეგორიაში