საზღვარგარეთ სწავლების მსურველ სტუდენტებს, აჭარის განათლების სამინისტრო კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს

16 იანვარი 2019, 00:00 3528 ნახვა

საზღვარგარეთ სწავლების მსურველებს, აჭარის განათლების სამინისტრო საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და პროგრამის ფარგლებში მათთვის სასურველ ქვეყანაში ისწავლონ.

არჩევანი საკმაოდ დიდია. დაფინანსების მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეორე და მესამე საფეხურის, ასევე  პოსტ საბაკალავრო და პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს.

კონკურსის პირობების მიხედვით, გამარჯვებულ მონაწილეებს სწავლასთან დაკავშირებული ხარჯებს (სწავლის საფასური,  ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა და ა.შ.) ერთი სემესტრის განმავლობაში აჭარის განათლების სამინისტრო დაუფინანსებს და ისინი გრანტის სახით 12 500 ლარს მიიღებენ.

სტუდენტებს სპეციალურად შექმნილი კომისია, ღია კონკურსით შეარჩევს.

სამინისტროში საბუთების მიღება 2019 წლის 4 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით იწარმოებს.

ქვეპროგრამაში  მონაწილეობის  უფლება  აქვს მოქალაქეს, რომელიც ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოში, ან მოქალაქეს, რომელსაც სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტი აღებული აქვს  აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებაში.

 

ამავე კატეგორიაში