შეხვედრა გამარჯვებულ მოჭადრაკეებთან

02 აგვისტო 2016, 00:00 2917 ნახვა

ჭადრაკის საერთაშორისო ფესტივალში გამარჯვებული მოჭადრაკეებისთვის ქედის გამგეობაში შეხვედრა გაიმართა.''ბათუმი 2016''-ში ნინო მახარაძემ პირველი, ხოლო დიანა სალაძემ მეორე ადგილი დაიკავა. მწვრთნელთა შორის გამარჯვებული კი ნესტან მახაჭაძე გახდა. ჭადრაკში საერთაშორისო ფესტივალი 21-28 ივლისს გაიმართა. ქედის გამგეობის დაფინანსებით ფესტივალში ქედიდან 5 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში