თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული შვიდი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

04 დეკემბერი 2018, 00:00 1567 ნახვა

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული შვიდი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ადვოკატების ინფორმაციით, ისინი სასამართლო სხდომაზე შვიდივე დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ. უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ გვიან საღამოს ბრალი ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაის მუხლით წაუყენეს. არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

მთავარ სამმართველოსთან გვიან ღამემდე იმყოფებოდა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და ბატალიონ „დონბასის“ მეთაური. სემიონ სემენჩენკოს განადებით, საქართველოში დარჩება, სანამ შვიდივე დაკავებულის უდანაშაულობა არ დამტკიცდება.შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.«შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
 

ამავე კატეგორიაში