საერთაშორისო ჩემპიონატი ჭადრაკში

25 ივლისი 2018, 00:00 1906 ნახვა

ბათუმის სასპორტო სკოლაში ჭადრაკში ყოველწლიური საერთაშორისო ჩემპიონატი მიმდინარეობს. გათამაშებაში 5-დან 14 წლამდე საქართველოს, სომხეთის, საფრანგეთის და რუსეთის  100- ზე მეტი მოჭადრაკე ასპარეზობს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 5000 ლარია, გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ. ჩემპიონატი 28 ივლისს დასრულდება. ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით მე-13-დ ტარდება.

ამავე კატეგორიაში