ჩემპიონატი სკოლბურთში

30 ივნისი 2016, 00:00 1657 ნახვა

ბათუმი სასკოლო გუნდებს შორის საფეხბურთო ჩემპიონატის 2016-ის ფინალს მასპინძლობდა. შეჯიბრის გამარჯვებული თბილისის 130-ე სკოლა გახდა. მოზარდებმა ფინალში 2-ით ნოლი - თბილისის 12-ე საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხეს. შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ესწრებოდა. ლევან კობიაშვილმა გამარჯვებულები თასით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა. თასები გადაეცათ მეორე და მესამე ადგილზე გასულ პრიზიორებს – თბილისის მე-12 და ქობულეთის მეორე საჯარო სკოლების გუნდებს. გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარე, ნახევარმცველი და სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. სასკოლო გუნდებს შორის საფეხბურთო ჩემპიონატი ტრადიციულად წლებია იმართება. წელს მასში 100 სკოლის 1000-მდე მოზარდი მონაწილეობდა.   

ამავე კატეგორიაში