საპოლიციო კონტროლის შედეგები

21 ივნისი 2016, 00:00 4690 ნახვა

16-18 ივნისს სისხლის სამართლის - 182 და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1450 შემთხვევა გამოვლინდა-ასეთია შსს-ს მონაცემები. რეიდები საპოლიციო კონტროლის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნულ პერიოდში გამოვლინდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების - 61 ფაქტი; მკვლელობის მცდელობის - 1; ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების – 21,  ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის – 1 ფაქტი. პოლიციამ დააკავა 1 ძებნილი პირი. საპოლიციო კონტროლის დროს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 26, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის 53 პირი დააკავეს.

ამავე კატეგორიაში