ესეების კონკურსი

21 სექტემბერი 2017, 00:00 3231 ნახვა

“ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში” პროექტის ფარგლებში ესეების კონკურსი გამოცხადდა. დღეს ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს საერთაშორისო გამჭვირვალობის იურისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ასევეა გაზეთ “ბათუმელები”-ს ჟურნალისტი შეხვდნენ.

მათ სტუდენტებს ევროპული ღირებულებების შესახებ ესაუბრნენ და პროექტის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. კონკურსში მონაწილეობა სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ. კონკურსის პირობების მიხედვით ესე უნდა ამხელდეს დეზინფორმაციულ მითებს, რომელიც აჭარაში ევროპის შესახებაა  გავრცელებული, პასუხობდეს თემას რატომ ევროპა? და დასაბუთებულად უნდა ასახავდეს ანტიდასავლური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მოსაზრებებს.

საკონკურსო ნამუშევრები მისამართზე batumipress@gmail.com-ზე უნდა გადააგზავნონ. ნამუშევრების ელექტრონული ვერსიების მიღების ბოლო ვადა 15 ოქტომბერია. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები ნოემბერში დაჯილდოვდებიან. პროექტი  “ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში” თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მიერ ხორციელდება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში