ბავშვთა უფლებები, ნაადრევი ქორწინება, სკოლებში ბულინგი და ადამიანის უფლებები - ამ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს ბათუმში. მოსწავლეებსა და პედაგოგებს სახალხო დამცველი ესაუბრება.
ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა ნაადრევი ქორწინების არასახარბიელო შედეგებზე და ისაუბრა სამიზნე რეგიონებზეც.
ამბობს, რომ ამ მიმართულებით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება აუცილებელია.
შეხვედრა „იუესეიდის“ სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.