ჩაქვი-ბათუმის გვირაბი დროებით ჩაიკეტება

18 სექტემბერი 2017, 00:00 6176 ნახვა

ჩაქვი - მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის საავტომობილო გზების სამსახურის უფროსის განცხადებით, მომდევნო რვა დღის განმავლობაში გვირაბის ერთი მხარე ჩაკეტილი იქნება. ზურაბ სიხარულიძე განმარტავს, რომ ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის, არსებულ გზასთან დაერთება მიმდინარეობს.

შეზღუდვის გამო საავტომობილო ნაკადი დროებით მარცხენა გვირაბში გადაერთვება, სამუშაოები 16 დღის განმავლობაში გაგრძელდება. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92–ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბის ერთი ნაწილი გუშინ გადაიკეტა.  

ამავე კატეგორიაში