სროლა ქობულეთის ცენტრში

21 ივლისი 2017, 00:00 3892 ნახვა

სროლა ქობულეთში. მოქალაქე გვიყვება, რომ მისი მისამართით სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ქობულეთის პოლიციის თანამშრომელმა გაისროლა. ერთადერთი რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტთან დაკავშირებით გვითხრეს არის ის, რომ საქმეს გენერალური ინსპექცია სწავლობს.

დავინტერესდით არის თუ არა ის ადამიანი პოლიციელი, ვისზეც მოქალაქე მიუითებს, ასევე არის თუ არა დაკავებული, დაკითხული პირი, რომელმაც გაისროლა, თუმცა ამ კითხვებზე სამინისტროში არ გვიპასუხეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში