სამოქმედო პროგრამა

03 აპრილი 2017, 00:00 2477 ნახვა

2018 წლის რეგიონულ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს დღეს აჭარის განათლების სამინისტროში. შეხვედრისას ერთ-ერთ ძირითად პრობლემად ტენდერები დასახელდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ სატენდერო სისტემა კულტურის სფეროს განვითარებისთვის ერთგვარი ბარიერია, რადგან ხშირ შემთხვევაში იდეის ავტორი ერთი კომპანია, ან პიროვნებაა, შემსრულებელი კი მეორე, საბოლოოდ კი რეგიონი ვერ იღებს იმ შედეგს, რაც ჩაფიქრებული იყო.

ამ პრობლემის გამო სამინისტროს, მაგალითად შეჩერებული აქვს პროექტი, რომელიც ფილმების დაფინანსებას ითვალისწინებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში