ყველა დროის საუკეთესო 200 საცეკვაო სიმღერა - ნაწილი I
„რას ვგულისხმობთ „საცეკვაო სიმღერებში?““, პრინციპში, არსებობს მარტივი პასუხი - ნებისმიერი სიმღერა, რომელსაც ოდესმე აუმოძრავებია ადამიანი, არის კიდეც საცეკვაო კომპოზიცია: ბითლზი შესანიშნავ საცეკვაო სიმღერებს ქმნიდა - ისევე როგორც Slayer-ი, თითქმის მთელი ჰიპ-ჰოპიც და რეგიც, შესანიშნავი საცეკვაო მუსიკაა... მაგრამ იმისათვის, რომ ესა თუ ის სიმღერა, საყოველთაოდ აღიარებული მუსიკალური გამომცემლობის, „როლინგ სთოუნის“ მორიგ პრესტიჟულ რეიტინგში „ყველა დროის 200 საუკეთესო საცეკვაო სიმღერა“ მოხვედრილიყო, იგი არა უბრალოდ საცეკვაო ჟანრის, არამედ მთლიანად „საცეკვაო მუსიკალური კულტურის“ უნდა ყოფილიყო. ეს კი, გაცილებით სპეციფიკური და უკიდეგანო სამყაროა, რომელიც ათწლეულების წინ შეიქმნა და მუდმივად ვითარდება. „FM ფანტაზიების“ თემა „ყველა დროის 200 საუკეთესო საცეკვაო კომპოზიცია“ მოიცავს კანონიკურად ქცეულ რჩეულ სიმღერებს, რომლებიც როგორც ჩანს, სხვებს აღემატება უსასრულო მუსიკალური სამყაროს უთვალავი ჟანრიდან...