ვინილები - ვინილი ისევ მოდაშია და ეს უდავო ფაქტია

06 ნოემბერი 2021, 15:37 4747 ნახვა

ვინილები - ვინილი ისევ მოდაშია და ეს უდავო ფაქტია

რეტრო ისევ მოდაშია. რომელი ალბომებია, დღემდე, ლიდერები გაყიდვებით, ვინილის ფირფიტების კვლავინდებურად მზარდი პოპულარობის ფონზე? ვინილი ისევ მოდაშია და ეს უდავო ფაქტია. ათწლეულების შემდეგ, მსოფლიოში შეინიშნება ფირფიტების გაყიდვის ფანტასტიკური მაჩვენებელი. ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როცა LP ჩანაწერებმა კომპაქტ დისკების გაყიდვებს გადააჭარბეს. ეს მოხდა 2020-ში, ზუსტად ერთ თვეში... საერთო ჯამში კი, ვინილის გაყიდვების მოულოდნელი მზარდი ტემპი ბოლო 13 წელია რაც შეიმჩნევა. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში, აქტიურად იკრებს ძალას ე.წ. „რეტრომანია“. რით არის ეს განპირობებული?! თითქოს, ვინილის ეპოქა, კარგა ხანია მივიწყებას უნდა მიცემოდა და ფირსაკრავებიც, მხოლოდ ჭეშმარიტ მელომანთა კოლექციებში უნდა აღმოგვეჩინა, მაგრამ, არა! იქნებ ადამიანები უბრალოდ გადაიღალნენ ციფრული კონტენტის ჭრელი მრავალფეროვნებით და მათ ინფორმაციის, თუნდაც მუსიკის, უფრო გააზრებული, უფრო სიღრმისეული მიღება ურჩევნიათ?... დღევანდელი გადაცემის საეთერო დროში, ვეცდები მაქსიმალურად ამომწურავად გიპასუხოთ...