ყველა დროის 500 საუკეთესო კომპოზიცია - ნაწილი I

28 ნოემბერი 2021, 13:57 787 ნახვა

ყველა დროის 500 საუკეთესო კომპოზიცია - ნაწილი I

მსოფლიოს ლიდერმა მუსიკალურმა ტაბლოიდმა Rolling Stone-მა, განაახლა საკუთარი პრესტიჟული რეიტინგი სახელწოდებით “ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა“. კორექტირებების შესატანად მუსიკალური ინდუსტრიის 300-მდე გიგანტი მიიწვიეს: კრიტიკოსები, პროდიუსერები, მუსიკოსები, ჟურნალისტები და ა.შ. 4000 სიმღერიდან 500 საუკეთესო შეარჩიეს. „თითოეულმა მათგანმა გამოგვიგზავნა 50 საუკეთესო სიმღერის საკუთარი ვერსია, შედეგები ერთ ცხრილში დავაჯამეთ“ - ყვებოდნენ Rolling Stone-ის რედაქტორები. თავდაპირველი, ცნობისთვის, 2004 წლით თარიღდებოდა. გამოცემამ აღნიშნა, რომ სიმღერათა სიის განახლების გადაწყვეტილება, შოუბიზნესში 15 წლის განმავლობაში მომხდარმა უამრავმა სიახლემ განაპირობა.

რათქმაუნდა ხუთასივეს ფიზიკურად ვერ, თუმცა უმეტესობას დღევანდელ და მომდევნო გადაცემებში ეტაპობრივად, ერთად მოვუსმენთ.