საუკეთესო საუნდტრეკები საშინელებათა ფილმებიდან

20 სექტემბერი 2021, 16:27 173 ნახვა

საუკეთესო საუნდტრეკები საშინელებათა ფილმებიდან

მუსიკას საშინელებათა ფილმებიდან უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვა ჟანრის საუნდტრეკებს ...აქ, რათქმაუნდა, მიუზიკლებს არ ვგულისხმობ...

ჰორორის“ ჟანრში მუსიკა უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ის ქმნის დაძაბულობის, გაურკვევლობისა და შფოთვის შეგრძნებებს... ესოდენ შთამბეჭდავი მუსიკალური აკომპანირების შემქმნელი კომპოზიტორები, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. ისინი ხომ, თუნდაც, ვიოლინოს მხოლოდ მეშვეობით, მსმენელის ემოციებზე, ვირტუოზულად  ზემოქმედებენ... ზოგჯერ,ფილმის ნახვის გარეშეც, საკმარისია მხოლოდ მუსიკალურ თემას მოუსმინოთ, რომ შიშის ჟრუანტელი დაგივლით...

ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რითია განსხვავებული საშინელებათა ფილმების მუსიკალური გაფორმება, სხვა ჟანრის ფილმთა საუნდტრეკთაგან?  უპირველესად, თითქოს უბრალო მელოდიით... შემზარავ ბგერათა თანდათანობითი მონაცვლეობით, უწყვეტი დაძაბულობით, გამუდმებით დუღილის ტემპერატურაზე რომ გამყოფებს... მეორე მიზეზი, მგონია, ეზოთერულ ინსტრუმენტთა მრავალფეროვნებაა... კომპოზიციათა უმეტესობის ფუძე არითმული ჟღერადობაა. ასეთი აკორდებისგან სრულყოფილი ნაწარმოების შექმნა, არც ისე მარტივია. და ბოლოს... მნიშვნელოვან როლს, აქ სიმსუბუქისა და ორაზროვნების კონცეფციები თამაშობს. გეცნობათ არა წინათგრძნობა, ფილმის ყურებისას ყველაზე დრამატული განვითარებისთვის რომ ემზადებით?... საშინელებათა ფილმების საუნდტრეკებში, მსგავსი ემოციის მოზღვავება უჩვეულოდ დახვეწილად, ნელა ხდება, ეს მუსიკა თანდათანობით გაკარგვინებთ უსაფრთხოების განცდას. “ფმ ფანტაზიებში” მოვუსმენთ ყველა დროის წარმატებულ საუნდტრეკებს საშინელებათა ფილმებიდან.