2022-ის პოპულარული ტენდენციებში საცეკვაო მუსიკა ჭარბობს

17 დეკემბერი 2022, 13:23 2091 ნახვა

2022-ის პოპულარული ტენდენციებში საცეკვაო მუსიკა ჭარბობს

წამყვანმა მუსიკალურმა ტაბლოიდმა „Rolling Stone-მა“, რამდენიმე დღის წინ, გამოაქვეყნა 2022 წლის საუკეთესო სიმღერათა ყოველწლიური რეიტინგი. ჟურნალის რედაქტორებმა შექმნეს ერთგვარი მუსიკალური ექსპრეს გზამკვლევი, თუ რას უსმენდა მსოფლიო მოცემული წლის განმავლობაში. რეიტინგი ასახავს 2022-ის ყველა პოპულარულ ტენდენციას, თუმცა ჩამონათვალში საცეკვაო მუსიკა ჭარბობს, მათ შორის K-Pop, ბლომად ამერიკული ჰიპ-ჰოპი, R'n'B და პოპ მუსიკა, ხოლო უმაღლეს ათეულში წარმოდგენილია სიმღერები, რომლებმაც უკვე მიიღეს წლის ყველაზე ხმაურიანი მუსიკალური ნომინაციები და ჯილდოები, თუმცა, ყველაფერი ჯერკიდევ წინაა. „ფმ ფანტაზიებში“ წლის რჩეულ მუსიკალურ ჩანაწერებს ვუსმენთ...