ლეგენდარული შვედური ოთხეული ABBA დაბრუნდა

01 ოქტომბერი 2022, 11:51 1856 ნახვა

ლეგენდარული შვედური ოთხეული ABBA დაბრუნდა

შვედეთის ყველაზე წარმატებული მუსიკალური ექსპორტი ABBA, ათწლეულების შემდეგ შოუ-ბიზნესში, ახალი მასალებით: კომპოზიციებით, ალბომითა და საკონცერტო პროექტით დაბრუნდა. მოხდა პრაქტიკულად ის, რასაც მილიონობით მელომანი თითქმის 40 წელი ელოდა. ლეგენდარულმა შვედურმა ოთხეულმა, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ახალი ერთობლივი ალბომის Voyage-ის რელიზის შესახებ 2021-ის სექტემბრის დასაწყისში გამოაცხადა. ჩანაწერი, რომელშიც 10 ახალი კომპოზიცია შედის, ნოემბრის მიწურულს გამოჩნდა მუსიკალურ დახლებზე. Voyage უკანასკნელი სტუდიური რელიზი იქნება. აბბას წევრებმა შემოქმედებითი მოღვაწეობის დასასრულის შესახებ, სტუდიური ნამუშევრის მუსიკალურ დახლებზე გამოჩენამდე, ერთი კვირით ადრე განაცხადეს, და რომ მათი ბოლო გაერთიანება - ერთჯერადი იყო. კლასიკური დისკო-ეპოქის დასასრული... აბბა - მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული გაერთიანებაა. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში მათი ჩანაწერები 150 მილიონზე მეტი ასლით გაიყიდა. რამდენად შეცვლის ამ რიცხვს, შვედური ლეგენდის ბოლო სტუდიური ნამუშევარი, დრო ვიჩვენებს, მანამდე კი “FM ფანტაზიების“ მსმენელს, გთავაზობთ საკულტო დისკო-კოლექტივის უკანასკნელ ნამუშევარს...