„FM ფანტაზიების“ თემაა 2023 წლის მთავარი ჰიტები

28 იანვარი 2024, 14:55 322 ნახვა

„FM ფანტაზიების“ თემაა 2023 წლის მთავარი ჰიტები

2023 წელს მუსიკალურმა ინდუსტრიამ ბევრი რამ განიცადა: თამამი ექსპერიმენტები, წარმატებული და არც თუ ისე წარმატებული საუნდტრეკები, სკანდალები და ა.შ... მაგრამ, როგორც ყოველთვის, გასულმა წელმაც დაგვიტოვა ღირებული ჰიტების გარკვეული რაოდენობა, ნაწილმა დაიპყრო არა მხოლოდ მსოფლიო ჰიტ-აღლუმები, არამედ მთლიანი მედია სივრცე თუ სოციალური ინტერნეტ-პლატფორმები: ასობით ათასი მომხმარებელი ირჩევს და იყენებს ამ მელოდიებს საკუთარი ვიდეოების მუსიკალურ თემებად, შესაბამისად ესა თუ ის ჩანაწერი უფრო მეტ პოპულარობას იძენს და ქმნის გარკვეულ ტენდენციებს და ტრენდებს. „FM ფანტაზიების“ თემაა 2023 წლის მთავარი ჰიტები და ყველაზე პოპულარული სიმღერები...