წლის მთავარი მუსიკალური მოვლენა - გრემის 66-ე დაჯილდოება

17 მარტი 2024, 15:51 641 ნახვა

წლის მთავარი მუსიკალური მოვლენა - გრემის 66-ე დაჯილდოება

წლის მთავარი მუსიკალური მოვლენა - გრემის 66-ე დაჯილდოება. ღონისძიება, რომელსაც წლიდან წლამდე დიდი გაფაციცებით ელის ყველა: მუსიკოსები, მელომანები, ინდუსტრიის პროფესიონალები, მედია...

მიმდინარე წელს გამარჯვებულები 94 კატეგორიაში, 2022-ის 1 ოქტომბრიდან 2023-ის 15 სექტემბრამდე გამოსულ კომპოზიციებსა და ალბომებს შორის შეარჩიეს. ცერემონია ტრადიციულად, და უკვე 21-ედ, Crypto.com Arena-ზე გაიმართა და პირდაპირ ეთერში CBS-ზე გადაიცემოდა. დაჯილდოების ფორმატმა გარკვეული ცვლილებები განიცადა - ხმის ჩამწერმა აკადემიამ, უკვე არსებულ ნომინაციებს, დაამატა სამი ახალი კატეგორია: „საუკეთესო საცეკვაო-პოპ ჩანაწერი“, „საუკეთესო ალტერნატიული ჯაზ-ალბომი“,  და „საუკეთესო აფრიკული მუსიკალური შესრულება“.

ზოგმა იმ საღამოს პირველად მიიღო ჯილდო მრავალწლიან კარიერაში, ზოგმა კი მორიგი რეკორდი დაამყარა. რამ გააოგნა ტეილორ სვიფტის თაყვანისმცემლები? როგორ გაიგო კაილი მინოუგმა გამარჯვების შესახებ? რომელი ვარსკვლავი დააკავა პოლიციამ იმ საღამოს? ეს, და კიდევ ბევრი რამ „FM ფანტაზიების“ ეთერში.