ჟურნალი Rolling Stone - „ყველა დროის საუკეთესო სიმღერები“
ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს, ალბათ ყველაზე ცნობილი სიის შესახებ, ხმამაღალი სახელწოდებით - „ყველა დროის საუკეთესო სიმღერები“ ჟურნალ Rolling Stone-ის ვერსიით. რაც უფრო მაღალი პოზიციებისკენ მივიწევთ, მით უფრო რთულია გვერდი აუარო მართლაც რომ მარადიულ მუსიკალურ შედევრებს. ვეცდები, ჩემი სუბიექტური გემოვნებით,თქვენთვის რჩეულთა შორის რჩეულნი შევარჩიო და ეთერში ჩართვამდე, ისინი მოკლე ისტორიებით წარმოგიდგინოთ. სიის დასრულებას დასჭირდება არ ვიცი, რა დრო, თუმცა, მისი სათავეებისკენ სვლას, დღეს უკვე, მესამოცე ადგილიდან ვაგრძელებთ.