რუსეთში დაგეგმილი კონცერტების გამო ბათუმში მეგი გოგიტიძის კონცერტი გაუქმდა, რომელიც ერთ-ერთ კლუბში 24 ივლისს უნდა გამართულიყო. როგორც კლუბში გვითხრეს, გადაწყვეტილება თავად მიიღეს და გოგიტიძის პროდიუსერს შეატყობინეს. თავად მომღერალმა კი ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ქართველი მომღერალი 6 აგვისტოს მოსკოვში გეგმავს კონცერტის ჩატარებას, 29 ივლისს კი კონცერტი ჩანიშნული აქვს სოჭშიც. ორივე ქალაქში კონცერტების შესახებ ვიდეო მიმართვა მან თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში. მეგი გოგიტიძემ რუსეთში 2 კონცერტი გამართა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.